მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტები და ბათუმში განვითარებული მოვლენები - ასეთია იმ საკითხების არარსრული ჩამონათვალი, რომელზეც სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია, ომბუდსმენმა მედიას გააცნო.ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა გასული წლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეასრულა, თუმცა სახელმწიფო კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე, პოლიციის მხრიდან დაკავებული პირების მიმართ ძალის გადამეტებაზე, ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფის გამოძიების მიმართულებით პროკურატურის საქმიანობაზე, ასევე ბავშვთა, შშმ პირთა, ლგბტ პირების და უსახლკაროთა პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად დასახელებულია შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა.
იხილეთ:
"ცენტრ პოინტის" საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემას - უჩა ნანუაშვილის შეფასება 11-12 მარტს ბათუმში ინციდენტზე სამართალდამცავთა რეაგირება დაგვიანებული იყო - სახალხო დამცველის ანგარიში