სახალხო დამცველის შეფასებით, ”ცენტრ პოინტის” საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულების უფლებების დაცვას და მათთვის კომპენსაციების გაცემას. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გაეცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
იხილეთ:
ნინო დარასელის კომენტარი, დედის დაკავების შემდეგ
რა ხდებოდა სასამართლოში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ