შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
ასევე იხილეთ:
"კანაფთან დამაყენეს, გადამხვიდეს ხელები და სურათების გადაღება დამიწყეს" - რას ამბობს დიაკვანი, რომელსაც სახლში მარიხუანა და იარაღი აღმოუჩინეს