სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ დიაკონმა დღეს ქუთაისში „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი ჯახუას თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკონი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. დიაკონი ასევე, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს.