ფეტვი არის ბე ჯგუფის, დე და ცე ვიტამინების წყარო, ის მდიდარია ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით. წიწიბურასა და შვრიასთან შედარებით, ის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მომხმარებლებში, თუმცა ბოლო პერიოდში მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. უნდა იცოდეთ, რომ თავისი სასარგებლო მოქმედებებით ფეტვი არ ჩამოუვარდება დანარჩენ ბურღულეულს. ასევე მას აქვს უპირატესობაც, ფეტვი ერთადერთი ბურღულია რომელიც ორანიზმიდან გამოდევნის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, ორგანიზმში დარჩენილ მავნე ნივთიერებებს. ფეტვი წმენდს თირკმელებს. ამიტომ თუ ჯერ არ ხართ ფეტვის მომხმარებლები, აუცილებლად ჩართეთ ის როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვების კვების რაციონში. ფეტვის ყიდვისას დააკვირდით შეფუთვას, უმჯობესია თუკი მას ისეთ შეფუთვაში შეიძენთ, რომელშიც კარგად ჩანს მარცვლები. ასევე უმჯობესია, თუკი იყიდით ფეტვის მთლიან მარცვალს და არა დამუშავებულს. მარცვალი უნდა იყოს რაც შეიძლება მკვეთრი შეფერილობის, რადგან ღია ფერის მარცვალი ძველია.