ბურღულეული დიდი პოლულარობით სარგებლობს ადამიანის კვების რაციონში, მარცვლოვანი მცენარეებით მომზადებული სხვადასხვა კერძი და გარნირები ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია, მათგან მომზადებული ფაფები კი პატარების საყვარელი საუზმე. წიწიბურა, მანანი, შვრია, ქატო, და ფეტვი, ის ბურღულეულია, რომელიც განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, თუმცა უმნიშვნელოვანესია მათი ხარისხის გათვალისწინებაც, რადგან უხარისხო ბურღულეულმა შესაძლოა პირიქით, ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. დღევანდელ გადაცემაში გასწავლით, არა მხოლოდ ხარისხიანი ბურღულის ცნობას, არამედ იმას, თუ როგორ შეფუთვაში უნდა იყოს მოთავსებული, დახლზე განთავსებული, გასაყიდი აღნიშნული პროდუქტები. ბურღულეულის ყველა სახეობა სასარგებლოა, თუმცა თვითოეულს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ ვისთვის რომელი ბურღულეულია უმჯობესი და გემოვნების გარდა, მათი არჩევისას ის რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ, რომელსაც ექიმები გვაძლევენ.