ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ. როგორც პალიტრანიუსს რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდები შესაძლოა წუხელ გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინსტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
იხილეთ:
უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა