სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა. ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება. კითხვაზე: ავტენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, „იტყვის ისეთ რამესაც, რაც შეიძლება ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს“.
"სასამართლოში შევალ და როცა გამოვალ, ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცალეთ", - განაცხადა ყიფიანი.
იხილეთ: