თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. იქ იმყოფება ლევან ყიფიანის ძმაც, თუმცა ის ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.„დაველოდოთ ლევანს, მოვა ოთხ საათზე და შემდეგ ეცადეთ მისი ჩაწერა. მე არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მით უმეტეს მაშინ, როცა ლევანს ეს ჯერ არ გაუკეთებია,“ - აღნიშნა ლევან ყიფიანის ძმამ.„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორები უკვე მივიდნენ.
იხილეთ:
"იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ" - დაკითხვაზე მისული ლევან ყიფიანი ჟურნალისტებს