სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. სენაკის გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს. მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.
იხილეთ:
სენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა"დაწვან, მე ხო დამწვარი ვარ" - ვის დასჯას ითხოვენ სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბიჭის მშობლები?
სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი