სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის ოჯახი საქმეზე დაკავებული პირის შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ მიყვანას და ხელახლა დაკითხვას ითხოვს. ბავშვის ბებიის განცხადებით, ოჯახს ბრალდებულის მონაყოლი არ სჯერა. დაკარგული ბავშვის მშობლები ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით არასრულწლოვანი მდინარე ტეხურაში ჩავარდა. ოჯახის მეზობელი ბავშვისთვის დაუხმარებლობის ბრალდებიტ არის დაკავებული. მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
იხილეთ:
"დაწვან, მე ხო დამწვარი ვარ" - ვის დასჯას ითხოვენ სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბიჭის მშობლები?