ზუზუს გადასვენების კადრები დოლიძის ქუჩიდან, სადაც მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტის გარეთ..." - Palitra News

ზუზუს გადასვენების კადრები დოლიძის ქუჩიდან, სადაც მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტის გარეთ..."

2018-08-17 11:22:01+04:00

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი იგივე ზუზუ დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსახიობის ცხედარი საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში ნახეს და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.მომხდარის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის დაღუპვის მიზეზი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. პოლიციამ გამოძიებ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ:

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი: ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჯერ კიდევ ჰქონია

რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებელებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს