რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა - Palitra News

რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

2018-08-17 12:17:15+04:00

დოლიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. მათიცე ინფორმაციით, მსახიობი სტუმრად იმყოფებოდა, ლიფტში შესვლისას კი შეუძლოდ გახდა. ზაზა ბეჟაშვილის ცხედარი ლიფტში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა. როდესაც ერთ-ერთმა მეზობლის მიერ გამოძახებაზე ლიფტი არ მივიდა, ის თავად ჩავიდა კორპუსის მეორე სართულზე, სადაც ღია ლიფტში დაღუპული მსახიობი დახვდა. რატომ იმყოფებოდა ზუზუ ბეჟაშვილი აღნიშნულ კორპუსში, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივი მცხოვრებლები მსახიობის დახმარებას შეეცადნენ- მათ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ბეჟაშვილი უკვე დაღუპული იყო. მსახიობის ცხედარი დოლიძის 16 ნომერში, გვინ ღამით იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები.

იხილეთ:

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი: ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჯერ კიდევ ჰქონია

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს

ზუზუს გადასვენების კადრები დოლიძის ქუჩიდან, სადაც მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტის გარეთ..."