ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, თავი უნდა შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან - ამირან გამყრელიძე - Palitra News

ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, თავი უნდა შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან - ამირან გამყრელიძე

2020-09-06 15:06:26+04:00

კორონავირუსის შემთხვევების ნაწილი გურიაში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - აღნიშნულიას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 100 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია და ყველას მოუწოდა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.