კორონავირუსის შემთხვევების ნაწილი გურიაში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - აღნიშნულიას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 100 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია და ყველას მოუწოდა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.