უწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან - Palitra News

უწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან

2017-11-22 10:24:24+04:00

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული. ჩამსხვრეულია რამდენიმე ბინის ფანჯრები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც. ამ დროისთვის სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.

იხილეთ: ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ

"მეშინია გარეთ გასვლის და მეჩქარება სამსახურში" - რას ამბობენ და ითხოვენ სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები?