image

ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ. ვიდეომასალა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. კადრები სწორედ მის მიერაა გადაღებული. ვიდეოში ისმის ძლიერი სროლისა და აფეთქებების ხმა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. სროლისა და აფეთქებების შემდეგ ადგილზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.

იხილეთ: უწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან

როგორ შედის სპეცრაზმის დიდი ჯგუფი სპეცოპერაციის ადგილზე - კადრები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან

"მეშინია გარეთ გასვლის და მეჩქარება სამსახურში" - რას ამბობენ და ითხოვენ სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები?

კომენტარები: (1)
გააკეთე კომენტარი
  • საღოლ მუშა

    სამსახურშიო, ერი ჰა... რა ესამსახურება ნეტა

    0
    გამოხმაურება: (0)