ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. რაც შეეხება დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.
იხილეთ: