ბათუმის ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული,ამის შესახებ ინფორმაციას შშს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
იხილეთ: