უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ.
ზელენსკის შეფასებით აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.