უკრაინის პრეზიდენტმა, უმაღლესი რადის თავჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტმა, უმაღლესი რადის თავჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ

2022-07-01 15:49:59+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ.

ზელენსკის შეფასებით აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.