თუ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება - მარინა ეზუგბაია - Palitra News

თუ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება - მარინა ეზუგბაია

2020-05-12 11:51:42+04:00

თუ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააგრძელოს თვითშეზღუდვა.

ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს.