თუ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააგრძელოს თვითშეზღუდვა.
ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს.