თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის 22-ე კილომეტრზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ე.წ. ტრაილერი წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობდა.