ცეცხლწაკიდებული სატვირთო მანქანა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე - ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა - Palitra News

ცეცხლწაკიდებული სატვირთო მანქანა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე - ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა

2018-10-02 10:03:04+04:00

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის 22-ე კილომეტრზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ე.წ. ტრაილერი წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობდა.