11:36
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ცეცხლწაკიდებული სახლები, მანქანებში დამწვარი ადამიანები, ზღვაში ნაპოვნი ცხედრები და წყლიდან ამოყვანილი გადარჩენილები: დრამატული კადრები საბერძნეთის ხანძრიდან
24-07-2018

საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. საავადმყოფოში 100-ზე მეტისს ადამიანია გადაყვანილი. ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ტრაგედია საკურორტო ქალაქ მატიში ევაკუაციის დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით  ძლიერი ცეცხლის გამო მანქანების კოლონა გზის ვიწრო მოედანზე გაიჭედა. ხალხი გადარჩენას ზღვაში ცდილობდა. 20-ზე მეტი ცხედარი სწორედ წყალში აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია მომხდარს ეროვნულ ტრაგედიას უწოდა და აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

იხილეთ:
"დედა-შვილს წაეკიდა ცეცხლი. ბავშვი ვერ გადავარჩინე, ჩემს თვალწინ დაიწვა" - როგორ აღწერენ ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის გამანადგურებელ ხანძარს?

ათენის გარეუბანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები