15:50
15 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"დედა-შვილს წაეკიდა ცეცხლი. ბავშვი ვერ გადავარჩინე, ჩემს თვალწინ დაიწვა" - როგორ აღწერენ ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის გამანადგურებელ ხანძარს?
24-07-2018

საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შესახებ AMBEBI.ge-სთან ქართველი ემიგრანტები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი ამ დრომდე აქტიურია და კვლავ სწრაფად ვრცელდება. როგორც AMBEBI.ge წერს, ემიგრანტები გამოცემასთან როგორც ხანძრის კერების, ასევე მოსახლეობის შესახებ უყვებიან, რომელთა ნაწილი კვლავ ხანძრის კერებთან ახლოს იმყოფება.

"ტელევიზორსა და ინტერნეტს ვერ ვწყდები - ყოველ წუთს გადმოსცემენ ინფორმაციას, სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია... ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის მასშტაბური კერები არ ცხრება... მე კატში ვცხოვრობ და მხოლოდ ამ ქალაქში, 5 ლოკალური ხანძარი მძვინვარებს, ვერ აქრობენ. ქუჩები, სახლის სახურავები, აივნები, ეზოები ფერფლით არის სავსე... გარშემო შავი კვამლია და ხალხი ვერ ხვდება საით გაიქცეს", - ჰყვება AMBEBI.ge-სთან საუბარში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ვანდა ვირსალაძე. მისივე თქმით, მთელი ქალაქი სახანძრო მანქანებით არის სავსე, მაგრამ ქარი ძლიერდება რაც ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს.

კიდევ ერთი ემიგრანტის თქმით, ხანძარი მძვინარებს კინეტაშიც, სადაც ზღვის მთელ სანაპიროზე წიწვნარია გაშენებული და ხეივანს, ცეცხლი ერთიანად ეკიდება. "ტყიდან ყველაფერზე, გარშემო არსებულ ინსფრასტრუქტურაზე ვრცელდება. ხალხი ზღვაში შეცვივდა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, ზურგები დაგვეწვაო, ჰყვებოდნენ... დილით რამდენიმე ათეული მანქანა იყო დამწვარი, შემდეგ ალბათ უარესი ვითარება იქნებოდა... მე დავტოვე ქალაქი, თუმცა, ახლა სადაც ვარ, იქაც არ მგონია უსაფრთხოდ ვიყო, რადგან საშინელი ქარია...", - ამბობს იულია შამრაი.

„მარათონში ვცხოვრობ. გუშინ მატიში ვიყავი, იმ ადგილას, საიდანაც დაიწყო ცეცხლი, იქაურობა უკვე აღარ არსებობს... სადაც ვმუშაობ, იმ ადგილისკენ მივდიოდი, როდესაც პოლიციამ ჩამიარა და გამაფრთხილა - იქით არ წახვიდე, ცეცხლიაო. ვხედავდი ცეცხლს, მაგრამ არ მეგონა, თუ ისე სწრაფად მომიახლოვდებოდა. მე კი არა, იქ მცხოვრებლებსაც არ ეგონათ, მშვიდად იდგნენ და თავიანთ ბაღებში ხეხილს რწყავდნენ, რომ სველ ხეებს ცეცხლი არ მოსდებოდათ... საცხობისკენ ვაპირებდი ჩასვლას და უცებ მოვტრიალდი თუ არა, დავინახე რამდენიმე მეტრში აღმართული ცეცხლი, რომელიც უკან მომყვებოდა... გავიქეცი, მაგრამ არ ვიცოდი საით წავსულიყავი. აქ ახალი ჩამოსული ვარ და გარდა ამისა, ბნელოდა. ცეცხლი, წამებში ისე მომიახლოვდა, რომ სიმხურვალეს ზურგზე უკვე ვგრძნობდი..

შუქიც არ იყო, სადენები დაიწვა და შავ კვამლში გზას ვეღარ ვიკვლევდი... წივილკივილი და ბავშვების ტირილი გავიგე და მივხვდი, რომ სანაპიროსკენ მივდიოდი. მატის გაყოლებაზე, ზღვის ნაპირზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო და ადგილიც არ იყო... ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი. ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ბავშვი ვერ გადავარჩინე - ჩემს თვალწინ დაიწვა...

როგორც ჩანს შემდეგ მეც გავითიშე, ძლიერი კვამლის გამო და ღამის 3 საათზე მიპოვა ვიღაცამ... გონს უკვე სასწრაფოში მოვედი. გზები ჩახერგილი იყო და ძლივს იკვლევდნენ გზას... მერე მითხრეს, რომ 2-წუთიანმა წვიმამ გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ახლა მარათონში ვარ, "ადიო ანდრიას" სახელობის საბავშვო ბანაკში. შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და არც ვიცი, ოდესმე გამოვალ თუ არა...", - განაცხადა საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა ნინი მაისურაძემ.

კიდევ ერთი მიგრანტის, დათო კირთაძის ინფორმაციით, ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ტურისტია, მათ შორის, 20-მდე ბავშვი. „250-ზე მეტს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული... ხალხი ზღვაშია შესული და შიშით უკან ვეღარ გამოდიან. ტურისტების უმეტესობა, ახლომახლო სასტუმროებსა და ჰოსტელებში იყვო განთავსებული, არადა, გარშემო ყველაფერი ფერფლად იქცა. ბევრი მათგანი მხოლოდ საცურაო კოსტიუმების ამარა დარჩა, მაგრამ ბედნიერები არიან - მთავარია, გადავრჩითო... აქ ქალაქებს გარშემო ტყეები აკრავს და ის ტყეები იწვის სწორედ, ცეცხლი შემდეგ დასახლებულ პუქნტებზე ვრცელდება... ემიგრანტები ვცდილობთ ერთმანეთს დავუკავშირდეთ და ერთმანეთის შესახებ გავიგოთ“, - აღნიშნა დათო კირთაძემ.

იხილეთ:

ათენის გარეუბანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

ცეცხლწაკიდებული სახლები, მანქანებში დამწვარი ადამიანები, ზღვაში ნაპოვნი ცხედრები და წყლიდან ამოყვანილი გადარჩენილები: დრამატული კადრები საბერძნეთის ხანძრიდან

AutoPlay
ლია მუხაშავრია დავით ჭიჭინაძის პარტიას შეუერთდა
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7 326 ადამიანი გადის
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სამხრეთ კორეამ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დააწესა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები