"თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!" - მოსამართლე ბრალდებულ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელს - Palitra News

"თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!" - მოსამართლე ბრალდებულ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელს

2019-01-20 15:16:59+04:00

„ყანსტრანსგაზის“ ყოფილი თანამშრომლების აღკვეთი ღონისძიების საქმეზე სასამართლო განხილვის პროცესში მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ერთ ერთ ბრალდებულს მიმართა , და განაცხადა, რომ ბრალდებული თავისავე საწინაამდეგოდ საუბრობს. მოსამართლემ აღნიშნული მას შემდეგ თქვა, რაც ვაზელ მამადიანმა აღნიშნა , რომ სავარაუდოდ გაზი კორპუსში 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა.შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ