დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლის მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდ3ბულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დაცვის მცარემ ვერ მოისმინა მოსამართლისგან დასაბუთებული გადაწყვეტილება თუ რატომ გამოიყენა აღკვეთ თონისძიებად პატიმრობა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთ ღონიძიებად პატიმრობა განესაზღვრათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო _ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ყოფილიყო გამოყენებული. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.