თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა - Palitra News

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა

2020-10-06 14:52:33+04:00

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ მოთავსებული 41 პაციენტიდან 10 ბავშვია, მათგან 4 ერთ წლამდე ასაკისაა. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, თითქმის დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-ს შეადგენს. კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.