ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ მოთავსებული 41 პაციენტიდან 10 ბავშვია, მათგან 4 ერთ წლამდე ასაკისაა. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, თითქმის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-ს შეადგენს. კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.