დაკავებული დეკანოზი შეუძლოდ გახდა - გიორგი მამალაძის დაკითხვა შეჩერდა. ადვოკატის თქმით, დეკანოზს დაბალი სიცხე და დაბალი წნევა აღენიშნებოდა და ის საკანში გაიყვანეს. ადვოკატის თქმით, ექიმმა აღმოაჩინა, რომ დეკანოზ მამალაძეს გულისრევაც ჰქონდა, თუმცა რისგან იყო განპირობებული ეს გულისრევა მედიკოსი ვერ აკონკრეტებს. პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი ექიმზე დაყრდნობით აცხადებს რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა თავად ის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, პროკურორებთან შეხვედრაზე კვლავ უარს აცხადებს. ჯარჯი წიკლაური მიიჩნევს რომ დეკანოზს თავისუფლად შეუძლია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა მან დაკითხვის პროცესი პროკურორის აზრით, უსაფუძვლოდ და სხვადასხვა მიზეზით ჩაშალა.
იხილეთ:
დაკავებული დეკანოზი შეუძლოდ გახდა - მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა შეჩერდა