"კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ" - დეკანოზის ადვოკატის მიმართვა სასულიერო პირებს - Palitra News

"კეთილი ინებეთ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ" - დეკანოზის ადვოკატის მიმართვა სასულიერო პირებს

2017-02-28 18:15:08+04:00

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასულიერო პირებს მოუწოდებს, დაკავებული მოძღვრისთვის ილოცონ და მათი სულიერო ძმის სიცოცხლისთვის იფიქრონ. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან განუცხადა, ბრალდებული დეკანოზი უკან დახევას არ აპირებს და ის თავის სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს.