საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისის მახლობლად, სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სწავლების "დასავლეთის აღალი 2019"-ის აღსრულების ფაზას დაესწრო და სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა. ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ სწავლების ორი ლოკაცია მოინახულა და სიტუაციურ სწავლებასაც დაესწრო.
სწავლება "დასავლეთის აღალი 2019"-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.