თავდაცვის მინისტრი ლოჯისტიკური სწავლების "დასავლეთის აღალი 2019"-ის სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა - Palitra News

თავდაცვის მინისტრი ლოჯისტიკური სწავლების "დასავლეთის აღალი 2019"-ის სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა

2019-04-23 11:05:38+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისის მახლობლად, სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სწავლების "დასავლეთის აღალი 2019"-ის აღსრულების ფაზას დაესწრო და სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა. ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ სწავლების ორი ლოკაცია მოინახულა და სიტუაციურ სწავლებასაც დაესწრო.

სწავლება "დასავლეთის აღალი 2019"-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.