თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან - Palitra News

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან

2018-12-01 16:04:59+04:00

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

იხილეთ:

"მეორე უკნიდან მიეპარა, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს, ეს იყო ბანდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აგინებენ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან