"მეორე უკნიდან მიეპარა, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს, ეს იყო ბანდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე - Palitra News

"მეორე უკნიდან მიეპარა, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს, ეს იყო ბანდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე

2018-12-01 16:31:20+04:00

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ჩარკვიანის თქმით, მომხდარის შესახებ მან უკვე აცნობა სამართალდამცველებს.

თაკო ჩარკვიანი ითხოვს, სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ, რომელზეც ინციდენტია დაფიქსირებული. პირველ არხს თვითმხილველმა ინციდენტის დროს აეროპორტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო მიაწოდა.იხილეთ:

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აგინებენ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან