შვრიაში შედის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები და ცილა, რაც განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებაში. ასევე მასში ბევრი უჯრედისია, რომელიც ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას და დაბლა წევს მის გლიკემიურ ინდექს.ბეტა-გლუკანის დამსახურებით კი შვრია ებრძვის მავნე ქოლესტერინს სისხლში და ამ დადებითი თვისებითაც გამოირჩევა ეს პროდუქტი. ასევე შვრია ეკვრის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და იცავს მას დაზიანებისგან, თუმცა ამ სასარგებლო მოქმედებების გარდა, შვრიაშიც მოიძებნება ნივთიერება, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. ფიტინის მჟავა, შვრიაში შემავალი ის კომპონენტია, რომელიც ორგანიზმში მიკროელემენტების, განსაკუთრებით კალციუმის შეწოვას უშლის ხელს. თუმცა შვრიაში შედის ასევე ფიტოზიც, ნივთიერება, რომელიც ფიტინის მოქმედებას ამცირებს, მაგრამ იმისთვის, რომ ფიტოზმა ფიტინის მჟავები გაანეიტრალოს, საჭიროა მისი გააქტიურება. ფიტოზი კი მაღალ ტემპერატურაზე, ტენიან გარემოში აქტიურდება. ამიტომ შვრიის მიღებამდე უმჯობესია, თუკი მას ცხელ წყალს დაასხამთ და გააჩერებთ, გაღვივებულს კი მოხარშავთ, ან პირდაპირ მიირთმევთ, ასეთი მოქმედებით მასში შენარჩენებულია ყველა დადებითი თვისება და შემცირებულია ფიტინის მჟავის მოქმედება. ასევე ექიმების რეკომენდაციით, უმჯობესია შვრიის ფაფა რძით მიირთვათ, რადგან რძე კალციუმის წყაროა და კალცის დეფიციტის პრევენციაც.