მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე, მას დარჩა ამ ცემის კვალი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.„მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე. მას დარჩა ამ ცემის კვალი. შესაბამისად, ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს“, - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.
იხილეთ: მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - მალხაზ ველიჯანაშვილი