მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - მალხაზ ველიჯანაშვილი - Palitra News

მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - მალხაზ ველიჯანაშვილი

2017-11-08 14:11:28+04:00

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მეგის ქარდავას გამოუცხადებლობის მიზეზად ადვოკატები იზოლატორში მის ცემის ფაქტს უკავშირებენ. ქარდავას ქართველი ადვოკატი უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით მის ცემასა და სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, ყოფილ მაღალჩინოსანს იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ, მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

იხილეთ: სცემეს თუ არა მეგის ქარდავა? - უკრაინელი ადვოკატის კომენტარი