სიღნაღში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარია. ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით პერსონალს და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო მანქანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.