სიღნაღში, სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარია - Palitra News

სიღნაღში, სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარია

2019-10-01 10:00:35+04:00

სიღნაღში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ნიკალაში" ხანძარია. ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით პერსონალს და მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს.ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო მანქანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.