შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რა უძღვოდა წინ ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 6 ნარკორეალიზატორი დაიჭირეს - Palitra News

შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რა უძღვოდა წინ ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 6 ნარკორეალიზატორი დაიჭირეს

2019-12-30 12:43:49+04:00

სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.