სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.