22:24
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შარლ მიშელი პანდემიაზე - მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა მოხდა, რათა გაკვეთილის სწავლა შეძლოს
10-06-2021

ევროკავშირის ლიდერები კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”გამომძიებლებს სჭირდებათ სრული წვდომა იმაზე, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით კი, მსოფლიოს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა მოხდა.

”ჩვენ მოვითხოვთ პროგრესის მიღწევას გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ექსპერტების ხელმძღვანელობით და ჯანმო- ს მოწვევით ჩატარებულ მე-2 ეტაპის კვლევაზე კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისგან,“- აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია და ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის შეცდომები იკვეთება, რასაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო - "ქართული ოცნება"
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირსა და მის მეუღლეს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მთავრობა მონიკლონური ანტისხეულების ქვეყანაში შემოტანაზე მუშაობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ რუსულ სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები