სემეკში ვითარება დაიძაბა - სხდომაზე პატრული გამოიძახეს - Palitra News

სემეკში ვითარება დაიძაბა - სხდომაზე პატრული გამოიძახეს

2017-08-18 13:36:50+04:00

სემეკის სხდომა, რომელიც ხმაურის გამო მცირე ხნით შეწყდა, კვლავ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომის რამდენიმეწუთიანი შეწყვეტის შემდეგ წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა სხდომის გაგრძელება გადაწყვიტეს, თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და მოუწოდებენ, რომ სხდომა დაუყოვნებლივ შეჩერდეს.„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, სემეკმა არ უნდა დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რადგან სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე სემეკს არ აქვს უფლება ტარიფის ცვლილება მოახდინოს.

იხილეთ: "მაღალანაზღაურებადი თოჯინები ხართ, რას ნუ გიყვირივარ..." - ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა

უკომენტაროდ: კომისიის წევრების მაგიდასთან დამჯდარ შალვა ნათელაშვილს სემეკის წევრმა ცივი წყალი შესთავაზა