სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა სემეკის სხდომაზე, სადაც კომპანია "თელასის" სატარიფო განაცხადის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მსჯელობენ, ხმაურია.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომას „ლეიბორისტილი პარტიის" წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რომ „სემეკის წევრები - მაღალანაზღაურებადი თოჯინები არიან და ისინი ასრულებენ კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას".
იხილეთ: სემეკში ვითარება დაიძაბა - სხდომაზე პატრული გამოიძახეს