"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშროლმების ნაწილი არხის გაუქმების საფრთხეებზე საუბრობს. ისინი მიიჩნევენ რომ ახალი გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც გადაცემების დახურვას ითვალისწინებს, შესაძლოა, საქმე არხის დახურვამდეც მივიდეს. ამას გარდა, "მოამბის" თანამშრომლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შემცირება სხვა გადაცემების მსგავსად, საინფორმაციო სამსახურსაც შეეხოს. საინფორმაციო პროგრამის 13-მა თანამშრომელმა ამ დრომდე არ იცის, თუ რა ბედი ელით ერთი თვის შემდეგ, რადგან მათ ერთთვიანი კონტრაქტები დაუდეს.
იხილეთ:
საზოგადოებრივი მაუწყებელი არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას არ განიცდის - ვასილ მაღლაფერიძე
ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი - ვასილ მაღლაფერიძე