ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკურიბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას. მაღლაფერიძემ დღეს ასევე საკუთარი გუნდის წევრებად ელენე მიხაილოვა, გიორგი გვიმრაძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი და ნოდარ ჭიჭინაძ წარმოადგინა.