სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ყვება, რომელიც მე-11 სართულზე ცხოვრობს. ქალბატონის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.
"კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა - მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე", - განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.
იხილეთ:
"ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ"მე-11 სართულზე სისხლიანი ხელთათმანი და პლედი ვნახე" - ახალი დეტალები და მეზობლის კომენტარი დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის შესახებ